თეთრი სახლი კვირიკაშვილის ვიზიტზე

09 მაისი 2017, 00:00 2173 ნახვა

თეთრი სახლის პრესსამსახური აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. „ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში შეხვდა. ორმა ლიდერმა დაადასტურა აშშ-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცე, რომელიც 25 წლის განმავლობაში უფრო ძლიერი გახდა.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, მათ შორის 31-მა ქართველმა სამხედრომ, ავღანეთში ნატო-ს ძალებთან გვერდიგვერდ ბრძოლისას საკუთარი სიცოცხლე შესწირა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი