ის, რომ აშშ-ს ელჩს საქართველოში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უნდოდა ინფორმაციაა მის შესახებ დღეს გაავრცელა აშშ-ს საელჩომ.
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით ელჩ დანიგანს ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა მიეწოდებინა ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი, მათ შორის კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.
საელჩოს ამ ინფორმაციას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ოფიციალურ თბილისში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ განცხადებით დასტურდება რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა მანამდე ვერ მოხდება ვიდრე ქართული ოცნება გარკვეულ პირობას არ შეასრულებს.
მმართველ გუნდში კი ორი ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირებს შორის პირდაპირ კომუნიკაციაზე მიუთითებენ.