აშშ-ის საელჩოს განცხადება და შეფასებები

28 მაისი 2025, 15:05 173 ნახვა

სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დიპლომატიური უწყებისვე ინფორმაციით, ელჩ დანიგანს ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯების შესახებაც.

საელჩოს ამ ინფორმაციას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ოფიციალურ თბილისში. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ განცხადებით დასტურდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა მანამდე ვერ მოხდება, ვიდრე ქართული ოცნება გარკვეულ პირობას არ შეასრულებს.

მმართველ გუნდში კი ორი ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირებს შორის პირდაპირ კომუნიკაციაზე მიუთითებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში