ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის პრესკონფერენცია

28 მაისი 2025, 14:08 146 ნახვა

"ზაფხულის ტურისტული სეზონი, რა გამოწვევების წინაშეა სექტორი და როგორია მოლოდინები" - ამ საკითხებზე ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა. 

ნატა კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობაა აუცილებელი.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის ბიზნესი ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად აქტიურად მუშაობს.

საქართველოს ტურიზმის  ასოციაციაში ამ ეტაპზე 300-მდე იურიდიული პირია გაერთიანებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში