აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა და მომდევნო 4 წლის საშუალოვადიანი გეგმის პრეზენტაცია მოაწყო. მინისტრიეს, ლაშა კომახიძის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით პროგრამული ბიუჯეტები იზრდება და შესაბამისად უფრო ეფექტიანი გახდება.
განხილვას მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აგრო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის, თომა ხალვაშის განცხადებით წარმატებისთვის აუცილებელია ფერმერთა უკეთ ინფორმირება.