საგამოძიებო კომისიის სხდომა - დიმიტრი სანაკოევის მოსმენა

27 მაისი 2025, 14:44 145 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დიმიტრი სანაკოევს მოუსმინეს, სანაკოევი სააკაშვილის  პრეზიდენტობის დროს   მისივე ინიციატივით   სამხრეთ ოსეთის  დროებითი ადმინისტრაციული ერთეულს ხელმძღვანელობდა.

სანაკოევმა 2008 წლის აგვისტოს ომამდე  ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყვება, რომ  იგი სამშვიდობო პოლიტიკის   მომხრე იყო და ამისკენ მოუწოდებდა კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლებს.

როგორც იხსენებს ომამდე   თითქმის ყოველ კვირას იქმნებოდა კონფლიქტური  სიტუაცია, რა დროსაც  სანაკოევი მის ზემდგომებს თხოვდა საპასუხო სროლები არ განეხორციელებინათ. სანაკოევი ასევე აღწერს კონკრეტულად  2008 წლის 7 აგვისტოს გამართულ შეხვედრას, როცა მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ ცხინვალში  რაიმე დარღვევის შემთხვევაში იგი მზად იყო ომის დასაწყებად, რაც  წინასწარ შეთანხმებული იყო, თუმცა  სანაკოევი როგორც ამბობს, არ იცის ვისთან შეთანხმებაზე საუბრობდა 

პრეზიდენტი სააკაშვილი. სანაკოევმა ასევე  საუბრის დროს აღნიშნა, რომ  ომის დროს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი  არაადეკვატური იყო და გადაწყვეტილებების  მიღება უჭირდა.

სხდომის დაწყებამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო  კომისიის სამმა წევრმა პაატა დავითაია გამოკითხა და ეს აუდიოჩანაწერი კომისიის სხდომას დაერთვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში