მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის და კანონის აღსრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საკითხზე დეტალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას.
„გიორგი ბაჩიაშვილის საკითხზე დეტალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას. ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით, სათანადოდ ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის და კანონის აღსრულება. სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჭიროების შესახებ მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მე შეიძლება რაღაც მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაა ამიტომ, ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული უსაფრთხოების სამსახურისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.