საერთაშორისო იურიდიული კომპანიის განცხადება ბაჩიაშვილის დაკავებაზე

27 მაისი 2025, 11:01 118 ნახვა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს”.

ვაშინგტონში გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, საიდან და როგორ მოხდა ბაჩიაშვილის „იძულებით დაბრუნება“.

იურისტების საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ ბაჩიაშვილს წამების საფრთხე ემუქრება და აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა საქართველოს პასუხისმგებლობა დაეკისროს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში