საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემაჯამებელ საპროტესტო დემონსტრაციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა ხანგრძლივ პროტესტზე, ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებისათვის აუცილებელი ასპექტები და ქართულ ჯარსა და პოლიციას მიმართა. ისაუბრა პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს.
რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით შეკრებილებს მიმართა თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მისი თქმით, ქართველები გმირები არიან და ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპისთვის ბრძოლაა, ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ.
დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქციით შეხვდა ოპოზიცია, მესამე სექტორი და პროტესტის სხვა მონაწილეები.
მთელი დღის განმავლობაში მოეწყო აქცია-მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციიდან, მოეწყო პერფომანსები.