“ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა ნაცვლიშვილი, გვიან ღამით დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, დაკავებას წინ უძღოდა აქციის მონაწილეებს შორის ხმამაღალი საუბარი.
ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.