დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქედაში, დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერის, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის ყვავილებით შემკობით დაიწყო. სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურმა ბართლომე ჩხიკვაძემ, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიებები სპორტული აქტივობებით გაგრძელდა.
დაბა ქედაში ჩატარდა მარათონი სირბილში. ასევე შეჯიბრება ბირთვის კვრაში. გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. მოეწყო ახალგაზრდების მსვლელობა.
ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა კონცერტი გამართეს, რომელიც კლასიკური მუსიკის კონცერტით გაგრძელდება.
17:10 წუთზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას სახელმწიფო ჰიმნი დაასრულებს.