ყადირ შერვაშიძის ბიუსტის ყვავილებით შემკობით დაიწყო ქედაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ბიუსტთან შთამომავლები, საგვარეულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმართველობის წევრები შეიკრიბნენ.
სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურმა ბართლომე ჩხიკვაძემ, სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქედაში სპორტული აქტივობები, მათ შორის მარათონი და ბირთვის კვრაში შეჯიბრი გაიმართება. მოეწყობა ახალგაზრდების მსვლელობა.
14:00 საათზე კი ჩანიშნულია კონცერტი, სადაც ადგილობრივი ქორეოგრაფიული, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობენ.
კონცერტი კლასიკური მუსიკით გაგრძელდება, რომელსაც 17:10 საათზე ჰიმნი დაასრულებს.