ყველა ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, რა თქმა უნდა ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე და მიხარია რომ ამ მადლიერებას ვხედავთ, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენ დამოუკიდებლობასთან ერთად გავხდით საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობით საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე. ჩვენ ვიყავით მონაწილე ბევრი საერთაშორისო მისიისა, მაშინ როდესაც ნატოს ზოგიერთი ქვეყანა იმალებოდა საკუთარ შტაბებში და 230-კაციან კონტინგენტს აგზავნიდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები ეს ჯარისკაცები, რომლებიც დღეს აქ აღლუმზე იყვნენ, ავღანეთში წინა ხაზზე იდგნენ.
რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე და ყველა ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, რა თქმა უნდა ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე და მიხარია რომ ამ მადლიერებას ვხედავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ზოგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი. ეს არის ფაქტები. რაც შეეხება აღქმებს, ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს, როცა ზოგი პოლიტიკური ჯგუფი, მთავრობებიც კი ცდილობენ საქართველოს შესახებ ცუდი აღქმების შექმნას.
„გავიხსენოთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ სააკაშვილის საქმის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს სამართალი მართალი იყო და ყველა უცხოელი მინისტრი, ყველა უცხოური მთავრობა, ყველა უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს სააკაშვილის საქმის გამო, არასწორი იყო. სამწუხაროდ, ქართველი ხალხისთვის ბოდიში არცერთ მათგანს არ მოუხდია ქვეყნის შესახებ ამ მცდარი აღქმების შექმნის გამო. ამიტომ, საქმე არ არის იმაში, რას ფიქრობს ზოგი ადამიანი ან ჯგუფი, საქმე ფაქტებშია. და როდესაც ფაქტებზე ვსაუბრობთ, ფაქტები აღქმებზე ძლიერია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღეს ვინც ფიქრობს, დათესოს შუღლი, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ამ ქვეყანას ემტერება.