რუბრიკა ფრაგმენტები

25 მაისი 2025, 20:11 274 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობისა და დედაენის დღე ერთად აღნიშნეს თურქეთის ქალაქ ინეგოლში. ღონისძიება მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებულ ჰასანფაშაში გაიმართა. წარმოშობით ქართველებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები. ასევე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები.
იყო სიტყვით გამოსვლები. დამოუკიდებლობის დღისა და მუჰაჯირების შთამომავლების მიერ, ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მარმარას რეგიონის ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტმა და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა.
ალექსანდრე ჯიშკარიანმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს თურქეთში მცხოვრებ ქართველებში, ქართული ენისა და წერა-კითხვის შესწავლას. ინეგოლში მოსახლეობის 35 პროცენტზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ის ერთ-ერთია სადაც პირველი ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში