რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 მაისი 2025, 19:41 117 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი თავის წერილში ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

 

ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლომეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

 

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ მეგობარ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში