ევროკავშირის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, საკითხი ამოწურულია - საგარეო უწყება

23 მაისი 2025, 15:13 86 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრის, საიმონ ვანდერბრუკის საქართველში შემოსვლასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის მხარესთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საკითხი ამოწურულია.

მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში