ალექსანდრე ჯეჯელავამ პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა

08 მაისი 2017, 00:00 7324 ნახვა

ბათუმში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრებმა გახსნეს. კვალიფიციური კადრების პარტნიორი კერძო კომპანიის ბაზაზე შექმნილი ცენტრის საქმიანობას წარმოადგენს - ავტორიზებული  პროგრამების განხორციელება მოკლევადიანი  მომზადება/გადამზადების ტრენინგ-კურსების ჩატარება, სასწავლო პროცესში რეგიონში არსებული ბიზნესსექტორის ჩართულობის გაზრდა, იდუალური განათლების დანერგვა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების მოძიება, პროექტების განხორციელება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ამ დროისთვის აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთითა და აჭარის  მთავრობის დაფინანსებით, 4-თვიან გადამზადების პროგრამას  100  სტუდენტი გადის. დღესვე ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლა "გორდა" მოინახულა, სადაც 400-მდე მოსწავლე სწავლობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი