დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე "იმედში" სპეცრაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს განიხილავენ

23 მაისი 2025, 10:00 133 ნახვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას დღეს გამართავს. განხილული იქნება ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტები. საგამოძიებო კომისიის წევრები მოუსმენენ სოფიო ნიკოლაიშვილს, ნოდარ არველაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს.

7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში