ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სარჩელი

22 მაისი 2025, 14:12 103 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი”  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში  ბრიფინგი გაიმართა, სადაც  სარჩელის ავტორებმა კანონპროექტის ძალაში შესვლის  შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

სარჩელით მოთხოვნილია გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ასევე მათი მოქმედების შეჩერება. 

სარჩელის ავტორების განმარტებით, კანონპროექტი რეპრესიულია  და მისი ამოქმედება  საფრთხეს უქმნის ორგანიზაციებისა და ინდივიდების საქმიანობას. საიას ხელმძღვანელის განცხადებით, ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული  ფარას ანალოგი, ის ებრძვის დამოუკიდებელ მედიას   და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უმოკლეს ვადაში უნდა განიხილოს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს „სტუდია მონიტორმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და საქართველოს ამბებმა 15 მაისს მიმართეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში