პრეზიდენტის აზრით პარლამენტს ტერიტორიულ მოწყობაზე უნდა ემსჯელა

08 მაისი 2017, 00:00 3739 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიას  ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვის შესახებ უნდა ემსჯელა. მისი განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ავტონომიის მართვა აჭარის მაგალითზე უნდა გვეჩვენებინა.  

"გულწრფელად ვფიქრობ, რომ მაშინ როდესაც თქვენ დაბრძანდით კონსტიტუციის გადასასინჯად უნდა გემსჯელად ტერიტორიული მოწყობის შესახებაც" მიმართა პრეზიდენმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, - "თქვენ თქვით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, არ გადაგვესინჯა ტერიტორიული მოწყობის პრინციპები, მე კი ვფიქრობ, რომ პირიქით უნდა გადსინჯულიყო, არა იმიტომ რომ აფხაზებს და ოსებს უნდა ვაცალოთ, არამედ აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ თუ როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება. მათ შორის ეს უნდა მომხდარიყო აჭარის მაგალითზე. უნდა გევჩვენებინა ჩვენი ძმებისთვის აფხაზეთსა და ოსეთში, როგორ შეგვიძლია ვამუშაოთ ავტონომიები, ერთიან სისტემაში" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი