პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

22 მაისი 2025, 10:08 247 ნახვა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს  დაიწყო, თუმცა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არც ერთ სკოლაში ადგილები უკვე აღარ არის, რადგან როგორც წინა წლებში ახლაც რეგისტრაციის  დაწყებისთანავე შეივსო.  გარდა ამისა, ბათუმის 27-ი საჯარო სკოლიდან 5-ში თავისუფალი ადგილები ელექტრონული  რეგისტრაციისთვის აღარ იყო. 

რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო ბათუმის პირველ, მეექვსე, მეშვიდე, მეთოთხმეტე სკოლებში, ასევე მესამე სკოლის ქართულ სექტორში.  როგორც  სკოლებში აცხადებენ  რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე  იმ მოსწავლეების ნაწილის განცხადებების დაკმაყოფილებას შეეცდებიან, რომლებიც სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ და ელექტრონული რეგისტრაცია  ვერ  მოახერხეს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი