საქართველოს პრემიერი ამერიკაში შეხვედრებს მართავს

08 მაისი 2017, 00:00 2189 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეიდან ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თეთრ სახლში, თბილისის დროით 19:30 საათზე უმასპინძლებს, ხვალ კი პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიიღებს. იგეგმება შეხვედრები სენატსა და კონგრესში.

ასევე გაიმართება დისკუსიები სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, სადაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრებს.  როგორც დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობის გარდა, ვიზიტის მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.  ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის კომერციის მდივან უილბურ როსთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი