ისრაელი ღაზის სექტორში ახალ ტერიტორიებს დაიკავებს - გენშტაბის უფროსი

21 მაისი 2025, 09:19 134 ნახვა

ისრაელის არმია გააფართოვებს სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ და დამატებით ტერიტორიას დაიკავებს- განაცხადა ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა.   

ისრაელმა გუშინ კიდევ ერთი საჰაერო დარტყმა განახორციელა მჭიდროდ დასახლებულ სექტორზე და მედიკოსების თქმით, დაბომბილ ობიექტებს შორის იყო ორი სახლი, სადაც 18 დაღუპულს შორის ქალები და ბავშვები იყვნენ.  

ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასი სამოქალაქო შენობებს თავშესაფრად იყენებს, რასაც თავის მხრივ ჰამასი უარყოფს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი