საგამოძიებო კომისიის სხდომა

20 მაისი 2025, 14:18 263 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის  პრეზიდენტობის  პერიოდში  მედიასაშუალებებზე ზეწოლის  ფაქტების  შესახებ  ინფორმაცია მანამდე  დროებით  საგამოძიებო  კომისიას ვახო ხუზმიაშვილმა და გიორგი იაკობაშვილმა გააცნეს. ხუზმიაშვილმა 2003 წლიდან ტელევიზია იბერიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

გაიხსენა მედიაზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლის ფაქტები. ასევე ტელევიზიაში სპეცდანიშნულების რაზმების შეჭრის ფაქტიც.

მანამდე კი მედიაზე ზეწოლის ფაქტები გაიხსენა გიორგი იაკობაშვილმაც, რომელმაც მოჰყვა, რომ კრიტიკული მასალების გამო მას ონლაინ გამოცემა ჩამოართვეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში