საგამოძიებო კომისიაზე 14 წლის წინანდელი მოვლენები პარლამენტის ყოფილა წევრმა დავით ლორთქიფანიძემ გაიხსენა. თქვა, რომ 26 მაისის ღამეს ყველა გასასვლელი გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა და ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს, მოაქციეს ყულფში, მიზანი კი მისი თქმით, დასჯა იყო.
ისაუბრა იმ დროისთვის საავადმყოფოებში არსებულ ვითარებაზეც, სადაც აქციის დროს დაშავებული ადამიანები მიჰყავდათ.
ყურადღება გაამახვილა სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის საქმის დეტალებზე, მათ შორის ასათიანის მცხეთის იზოლატორში წამების ეპიზოდზე, რომელიც მისი თქმით, ოჯახის წევრებმა უამბეს.