მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა - ბათუმის მერია

18 მაისი 2025, 10:35 176 ნახვა

ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - ამის შესახებ, ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, მიმდინარეობს ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრულ სამარშრუტო ხაზებზე:

 

N1 - სევერიან აჭარელის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, შინდისის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

 

N1ა და N4 - სევერიან აჭარელის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

 

სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვები სამ თვემდე ვადით გაგრძელდება.

 

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი