საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 

07 მაისი 2017, 00:00 2655 ნახვა

ხვალ ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის საყოველთაო- სახალხო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 საათზე დაიწყება.

ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები კი დღეს გურიაში განიხილეს. საყოველთაო საჯარო განხილვაზე ჩოხატაურში, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იქნება კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძლიერი პარლამენტის, ქმედითი ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტი.

კონსტიტუციონალისტები მომავალ რისკებზე საუბრობდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი - ქვეყნის ერთპარტიულად მართვის საშიშროებაზე. 

ამავე კატეგორიაში