კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების დოკუმენტი- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის - “მე და კონსტიტუცია” ფინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სახელმწიფოში დემოკრატია არ მუშაობს, თუ ამ სახელმწიფოს არ ამუშავებს ხალხი. პროექტი - “მე და კონსტიტუცია”, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მეორე წელია ხორციელდება.