ალბანეთში 50-მდე ქვეყნის ლიდერი ევროპის უსაფრთხოებაზე იმსჯელებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს.
ირაკლი კობახიძე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, მთავარი გზავნილები მისი თქმით, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.
სამიტის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერმა ქართული მედიის კითხვებს უპასუხა.