ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ულოცავს ქართველ ხალხს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ,,ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებს”-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.