ერ-რიადში ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

14 მაისი 2025, 14:19 82 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთში სირიის პრეზიდენტს შეხვდა მას შემდეგ, რაც სირიისთვის ყველა სანქციის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო  და განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამასკოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობს. შეხვედრას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი ესწრებოდა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ჩაერთო.

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა: ისრაელთან აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს; ყველა უცხოელ ტერორისტს უთხრას, რომ სირია დატოვონ; გააძევოს პალესტინელი ტერორისტები; დაეხმაროს აშშ-ს, რომ ისლამური სახელმწიფოს აღდგენა არ დაუშვას და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მისი დაკავების ცენტრებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარამ ამერიკული კომპანიები სირიაში ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ინვესტიციების ჩასადებად მიიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი