სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოემბრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ინფორმაციას საია ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, მათგან 91 მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან. დოკუმენტირების ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაცია მონაწილეობდა.
ანგარის მიხედვით საპოლიციო ძალები ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ინტენსიურად იყენებდნენ აქტიურ სპეციალური საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. ანგარიში ასევე აანალიზებს გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
დოკუმენტირებულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევა. კვლევის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.