სირიაში ტრამპის გადაწყვეტილებას ზეიმობენ

14 მაისი 2025, 09:45 98 ნახვა

დამასკოს ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა და სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ზეიმით  აღნიშნა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის თხოვნით სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ბრძანებას გასცემს, რაც აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებაა სირიის ისლამისტ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან მოსალოდნელი შეხვედრის წინ.

დამასკოს მკვიდრები მადლობას უხდიან საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს და აცხადებენ, რომ მის მხარდაჭერას რევოლუციის დაწყების დღიდან დღემდე გრძნობენ. ტრამპმა განაცხადა, რომ მან გადაწყვეტილება ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო, რომელთა მთავრობებმაც  მოითხოვეს სანქციების მოხსნა.

ტრამპმა განაცხადა, რომ რომ სირიასთან ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯები იდგმება და რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამ კვირაში შეხვდება თავის სირიელ კოლეგას. აშშ-ის სანქციებმა, რომლებიც ასადის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაწესდა, სირია გლობალური ფინანსური სისტემიდან მოწყვიტა და შეაფერხა უცხოური ინვესტიციები და ვაჭრობა, რაც ხელს უშლის ომის შემდეგ აღდგენის მცდელობებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი