ამერიკაში იმყოფებიან ენმ-ის წევრები. ეს არის ოპოზიციური პარტიის ლიდერების პირველი ვიზიტი ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო MEGOBARI აქტი.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები გამართა კონგრესის ლიდერებთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური კომიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების, უკანონო ფინანსების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ქვეკომიტეტის, და სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან.