დღეს ევროპის დღე აღინიშნება

09 მაისი 2025, 10:16 137 ნახვა

დღეს ევროპის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით დედაქალაქში ევროკავშირის საელჩო ღონისძიებას გამართავს. დაგეგმილია გამოფენები, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, ასევე  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. 

დღის ბოლოს კი ევროპის მოედანზე მარში გაიმართება. აქციის სლოგანია „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“. ცნობილია, რომ  აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში