აჭარის კულტურის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

08 მაისი 2025, 19:48 108 ნახვა

აჭარის კულტურის მინისტრმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ელისო ბოლქვაძე, ალი ქაან ორბაის ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და კულტურის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.
შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა მხარეებმა სამომავლო ღონისძიებები და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრი იმედოვნებს, რომ ერთობლივი აქტივობები თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივ კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.
შეხვედრას თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში