მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები

05 მაისი 2025, 14:08 106 ნახვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით - 398 განაცხადი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, მათ შორის, 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 40 დარღვევის ფაქტი  64 საქმეზე  დადასტურდა. საააგენტოს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 17 მოვაჭრეს - ჯარიმა 46 საქმეზე ჯამში - 16 846 ლარის ოდენობით დაეკისრა.   

სააგენტოს ინფორმაციით,  განცხადებების რაოდენობა 30%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სააგენტოში შესულ მიმართვიანობის რიცხვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში