''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა შუახევში, 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 ხის მოჭრა გააპროტესტეს. პარტიის წევრი სოსლან ზოიძე პასუხისმგებლობას შუახევის გამგეობას აკისრებს და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურაც განადგურდა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფარსტრუქტურის სამსახურის უფროს ედნარ შარაშიძის თქმით, სკვერის მიმდებარედ, სტიქიის შედეგად განადგურებულ ინფრასტრუქტურას მალე აღადგენენ. შსს-ში აცხადებენ, რომ ხეების უკანონოდ მოჭრასთან დაკავშირებით, ორ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.