შეხვედრა გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებთან

02 მაისი 2025, 14:04 118 ნახვა

გაეროსა და საქართველოს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო მუშავდება. მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მიმართულებები დღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც შემდგომში გაერო-სთან თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრას საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი და გაეროს ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში