მალტის სანაპიროსთან ღაზის სექტორის მიმართულებით მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა.
მთავრობის განცხადებით, ფლოტილიის ყველა წევრი გემზე რჩება და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. დრონებით თავდასხმისას გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 12 წევრი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე.
უცნობია ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.