2 და 3 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება - გარემო

02 მაისი 2025, 13:54 143 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში