მარკო რუბიოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს

02 მაისი 2025, 09:45 110 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ შეხვედრა გამართეს, რომელზეც ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, შეხვედრაზე მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპი უკრაინაში უაზრო სისხლისღვრის შეწყვეტაზეა ფოკუსირებული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტის მომზადებას აშშ-თან კოორდინაციით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მჭიდროდ ითანამშრომლოს საფრანგეთსა და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში