საქართველოს პრეზიდენტის და თურქეთის ელჩის შეხვედრა

01 მაისი 2025, 14:31 98 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარების აუცილებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში