შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. ამჯერად მემორანდუმი “აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას”, ბათუმის “ქალთა ოთახსა” და არასამთავრობო ორგანიზაცია - “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის” შორის გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისთვის ერთობლივი სტაჟირების პროგრამების განხორციელება, ასევე “ქალთა ოთახში” სამუშაო ადგილის გამოყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველისთვის.