საგამოძიებო კომისია- ფეხბურთის ფედერაციის საქმე

28 აპრილი 2025, 17:59 102 ნახვა

მამუკა კვარაცხელიასა და გიორგი ნემსაძეს მოუსმინეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა, რომლებმაც 2007 წლის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების საქმეზე იმსჯელეს. საქმე ეხება არჩევნებს, სადაც ფედერაციის თავმჯდომარედ გიორგი ნემსაძე აირჩიეს.
ნემსაძის არჩევნებიდან ერთი საათის შემდეგ კი თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. ნემსაძის განცხადებით მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ შიდა პარტიული დაპირისპირების გამო თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
ამავე არჩევნებში მონაწილე მამუკა კვარაცხელიას კი მისივე განცხადებით ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს ,მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.
კვარაცხელია ჰყვება, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის 2007 წლის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილმა ხმის უფლების მქონე ადამიანებს დაურეკა და დაავალა რომ კვარაცხელიასთვის ხმა არ უნდა მიეცათ.
სწორედ ამ ფაქტის გამო კვარაცხელია ღიად საუბრობდა სააკაშვილის წინააღმდეგ. იგი გაიტაცეს, აწამეს და ნაცემი ტყეში დატოვეს. ეს იყო კომისიის დღევანდელი სხდომის ბოლო განსახილველი საქმე.
სხდომის დასასრულს წევრებმა კენჭი უყარეს კომისიის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხს, ხვალ მიმართავენ პარლამენტის ბიუროს , საქმიანობის ანგარიშის წარდგენითა და უფლებამოსილების 5 ივნისამდე გაგრძელების მოთხოვნით.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი