დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. უცნობია ვისი გამოკითხვით გაგრძელდება პროცესი, ამ ეტაპზე სასამართლო სხდომებზე ისევ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
მედიამენეჯერი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი 12 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს.
დანაშაულის დამტკიცების შეთხვევაში აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია.
მზია ამაღლობელის ინტერესებს სასამართლოში ახალგალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კერძო ადვოკატები იცავენ.