კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მერიის 47 თანამშრომელი დააკავეს

27 აპრილი 2025, 14:32 268 ნახვა

კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მერიის 47 თანამშრომელი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავებულთა შორის არიან მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი, მერის აპარატის უფროსი, მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ადმინისტრაციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ასევე, დაკავებულია სტამბოლის დაპატიმრებული მერის, ეკრემ იმამოღლუს თანაშემწის მეუღლე.

სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ მარტში დააკავეს. იგი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ მეტოქედ მოიაზრება. მას ბრალად კორუფცია და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა ედება.

იმამოღლუ ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. იმამოღლუს დაკავებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი