პარლამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ცვლილების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; იგივე აკრძალვაზე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე ემატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც.
იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
დაგეგმილია ცვლილებები თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციისთვისაც. მათ შორის მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები.