პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში. სტუმრებს პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა და მათთან დაკავშირებული ისტორიებიც მოუთხრო.
საღამოზე ნანა ცინცაძის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებიც შესრულდა . ლექსები და ლიტერატურული მინიატიურები წაიკითხეს სტუმრებმაც.