შეხვედრა პედაგოგებთან

23 აპრილი 2025, 20:01 127 ნახვა

ჟენევიდან დაბრუნებულ პედაგოგებს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა. მასწავლებლებმა ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია აიმაღლეს.
ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტებიც, ასევე თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექცია- სემინარები მოისმინეს.
სტაჟირების დასასრულს პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ. სამინისტროში გამართულ შეხვედრას დღეს ასევე ის პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც გასულ წლებში აიმაღლეს კვალიფიკაცია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი